საინფორმაციო სააგენტო რეპორტიორი ახალი ამბები ფაილების კატალოგი - reportiori

 ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
სულ პასუხი: 51

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 22
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 »


საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისის წინ განაცხადა, "მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე მაგარ ქვეყნებთან ერთად ვიქნებით გამარჯვებულები"
სრულად ნახვა



ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მაკა ჩიჩუამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ არჩევნების შედეგები მისთვის მოულოდნელი არ იყო.
სრულად ნახვა



პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამოსამშვიდობებელი აქციის მონაწილეებს ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა. 
აქციის მონაწილეები მას მიესალმნენ და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. თავად ბუნიათაშვილმა ჟურნალიტსებისთვის კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ის ყველას მაგივრად, ყველას სახელით პრეზიდენტს მადლობას უხდის და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გენიოსი.
სრულად ნახვა



თბილისში, ვარდების მოედანზე, ბერა ივანიშვილმა კონცერტი გამართა. კონცერტს კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. შვილის კონცერტს პირველად დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც იქ შეკრებილ საზოგადოებას "ქართული ოცნების" კანდიდატის ღირსებებზე ესაუბრა. მან სცენაზე ერთგვარი რეჩიტატივიც კი შეასრულა. 
კონცერტზე შეკრებილებს სცენიდან მიმართა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმაც. გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ ქვეყანაში გაგრძელდება ისეთივე სიხარული, როგორიც ბერას კონცერტმა დღეს "ვარდების მოედანზე" შეკრებილებს მოუტანა. "ამის გარანტად კი მინდა გითხრათ: პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები თავიდან ფეხებამდე ქართული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდების კვალდაკვალ ბერას მუსიკის ფონზე აცეკვდა. საღამომ მაღალი ემოციური მუხტით ჩაიარა.

სრულად ნახვა



საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვაჰაგან ჩახალიანს შორის ახალქალაქში დღეს შელაპარაკება მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივებთან შეხვედრისას ჩახალიანმა რამდენიმე საკითხზე უსაყვედურა. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანას აფეთქებული სომხური ეკლესია არ შეჰფერის. ჩახალიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ სკოლებში სომხური ლიტერატურა აღარ ისწავლება და აღნიშნა, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. 
ჩახალიანის ამ სიტყვებს პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა.

სრულად ნახვა



"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას შელაპარაკება მოხდა გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი თარგამაძეს შორის.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა სახელისუფლებო კანდიდატს დაუსვა კითხვა, დაუჭერს თუ არა მხარს საარსებო მინიმუმის ახალი წესის განსაზღვრას, რომელიც სულ მცირე, 250 ლარი უნდა იყოს; რა ბედი ელის მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების გრძელვადიან მორატორიუმს და დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატი ოჯახის ინსტიტუციურ განსაზღვრებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას. 
სრულად ნახვა



შსს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას და ვიდეო კადრებს ავრცელებს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარეს. 

სრულად ნახვა



ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ცეკვის კონკურსის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. არგენტინელი წყვილის ზედმეტად ეროტიკულ ცეკვას კონკურსის წამყვანის უცნაური, არაადეკვატური რეაქცია მოყვა. იგი, ალბათ, ისე აღეგზნო, თავი ვერ შეიკავა და განმუხტვა სცენის ლეწვით გადაწყვიტა.

სრულად ნახვა



უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის ყოფნასთან დაკავშირებით მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა. შეკითხვით ვიქტორ ორბანს, ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, Chatham House-ის ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს. 
ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კითხვის დასმისას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით - მათ შორის, მძიმე დანაშაულებზე არის აღძრული. 
სრულად ნახვა


1-10 11-20 21-22

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013