საინფორმაციო სააგენტო რეპორტიორი ახალი ამბები სტატიების კატალოგი - reportiori

 ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრემიერ მინისტრად?
სულ პასუხი: 7

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 6
ნაჩვენებია მასალა: 1-6

Free image hosting powered by PicZ.Ge1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ. ერთი მხრივ, "ნაციონალების" შეტევას იგერიებდნენ, ხოლო მეორე მხრივ, შიდა პრობლემების დალაგებას ცდილობდნენ. რა ხდებოდა საპარლამენტო კულუარებში?
"ალიას" უმრავლესობის წევრი - დავით ლორთქიფანიძე ესაუბრება... 

Free image hosting powered by PicZ.Geსაქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგზე რიგით მეორე პოსტს აქვეყნებს, რომლეშიც "ქართული ოცნების" ერთწლიან მმართველობას აფასებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ზომიერად ვიზეიმოთო, რაც სწორია. ზომიერად უნდა გიხაროდეს ადამიანს უზომო სიხარული და დიდი გამარჯვების ბედნიერება. ასეთ ადამიანზე იტყვიან დახვეწილიაო. მაღალი თანამდებობის ასეთ პირზე იტყვიან ალბათ სახელმწიფო მოღვაწეაო. 

Free image hosting powered by PicZ.Geსაქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ხელისუფლებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეულ წევრებს შორის ფარულ გარიგებაზე საუბრობს და ამის დასტურად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს. 

Free image hosting powered by PicZ.Geპრემიერისა და "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების ემოციური შეხვედრის შესახებ საზოგადოების ყურამდე სხვადასხვა ხმა მივიდა. ითქვა, რომ ფრაქციის წევრებთან შეხვედრამდე პრემიერი უმრავლესობის ლიდერსა და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს, თავის კაბინეტში მწვავედ ესაუბრა. ისე გამოჩნდა, რომ საგანელიძით უკმაყოფილო რამდენიმე დეპუტატმა მოახერხა პრემიერისთვის უმრავლესობის ლიდერის საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება. ამ ყველაფერმა კი საზოგადოებაში დაბადა განცდა, "ქართულ ოცნებაში" ისეთი დაპირისპირებაა, მის განსამუხტად საქმეში ჩარევამ პრემიერს მოუწიაო. რა მოხდა სინამდვილეში "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ვესაუბრეთ: 

Free image hosting powered by PicZ.Geსახელმწიფო ბრალდება თბილისის მერს, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა უგულავა-კეზერაშვილის მეგობრული ტანდემი თანამდებობას, გავლენასა და ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა. გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებიდან, რომელიც ამ ორი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სახელს უკავშირდება. დოკუმენტები, რომლებიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირგებდნენ და საკუთარი სურვილისამებრ ცვლიდნენ ტენდერის პირობებს იმ დროს გაბატონებული პოლიტიკური კლანის წევრები. შემდეგ კი ბიზნესის ამა თუ იმ სექტორის მონოპოლიზებას ახდენდნენ და ისაკუთრებდნენ(!). სამწუხარო და გასაკვირი კი ის არის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც უკანონოდ მოპოვებული მონოპოლია დღემდე ხელშეუხებელია და ბიუჯეტის ძარცვას აგრძელებს. 

Free image hosting powered by PicZ.Geმას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნიდან გაპარული ზურაბ ადეიშვილი ფრთიან ანგელოზად გამოაცხადა, ეს უკანასკნელი ისე გადიდკაცდა, უკვე "ჭკვიანურ" რეკომენდაციებსაც იძლევა. მაგალითად, ადეიშვილი (პრემიერის გასაგონად) ასეთ წერილს აგზავნის:

"პრემიერის პოლიტიკიდან "წასვლის" შემდგომ ხელისუფლებაში გავლენის გასაზრდელად "ქართულ ოცნებაში" მყოფი აშკარა პრორუსული ძალები დაიწყებენ ბრძოლას, რაშიც მათ ღიად დაეხმარება რუსული სპეცსამსახურები. არ გამოვრიცხავ დეპუტატებზე პირდაპირ მუქარას, ხოლო რუსეთის პირდაპირი წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლებაში დაიწყებენ ხელისუფლების სხვა შტოების ტერორსა და დარწმუნებას, რომ მათ უკან იმაზე დიდი ძალა და ნება-სურვილი დგას, ვიდრე პრემიერია. ივანიშვილმა გაკვალა გზები რუსეთისკენ, მან დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, გააკეთა მკვეთრი განცხადებები, დააბნია ევროპა და დასავლეთი, რომელთაც აღარ ესმით საქართველოს საგარეო კურსი, ოკუპაციაზე ზეწოლა შერბილდა, საქართველო დადანაშაულდა 2008 წლის ომში.  

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013