მდინარე ენგურის ზოლზე, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვრის თავზე, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების კვალდაკვალ, რუსული სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ.
როგორც „ნიუპოსტის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, ადმინისტრაციულ საზღვართან წრე დაარტყა და სოხუმის მიმართულებით გაფრინდა ორი „МИ-8". მათ ორი „МИ-24" აცილებდა.
რუსეთის საჰაერო ძალების საფრენი აპარატების ამგვარი აქტივობის მიზეზი, ჯერჯერობით, რუსული მხარის მიერ ოფიციალურად განმარტებული არ არის.