|
|
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 30
ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
|
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების ჩამოსვლას მიესალმება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთი ახლა მთელი ევროპის მიმართულებით შეტევაზეა გადასული.
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაუფრინოს ყველა იმ მშენებლობას, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში შეჩერებულია, - ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებს არ გამორიცხავს , - ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
|
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აშშ-დან დაბრუნების შესახებ პრეზიდნტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
|
 ბათუმში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. მეზობლების განცხადებით, დაზარალებული მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე იდგა, როდესაც ქუჩიდან 6-ჯერ ესროლეს. დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|