ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ნოემბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

გამოკითხვა

უნდა ჰყავდეს თუ არა საქართველოს მეფე?
სულ პასუხი: 12

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 02
16:56 02-11-2013
ირინა იმერლიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს სამთავრობო გუნდშიირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მომავალმა მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა. 
დეპუტატის განმარტებით, შემცვლელის შერჩევის უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიანიჭა, რადგან იგი ამ სისტემას ყველაზე კარგად იცნობს. 
 

16:47 02-11-2013
დავით საგანელიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევის საკითხს დააყენებსსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევის საკითხს დააყენებს , - ამის შესახებ დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ განუცხადა. 
საგანელიძე მიიჩნევს, რომ პარტიისთვის ძალიან კარგია, როდესაც მისი თავმჯდომარე აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელია. 
 

16:24 02-11-2013
დავით უსუფაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საყრდენი წევრი იყო პირველი დღეებიდანვე
 ფოტო
ამაყი ვარ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ორი წლის განმავლობაში ყველა დანაპირები შეასრულა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ განაცხადა. 
მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მოხერხდა ისეთი პიროვნებების გამოვლენა, რომლებიც თავიანთ საქმეს ყველაზე უკეთ შეეფერებიან. 
 

16:01 02-11-2013
ირაკლი ალასანია - მთავრობას სათავეში წესიერი და გულანთებული ადამიანი ჩაუდგება
 ფოტო
საქართველოს მთავრობას სათავეში წესიერი და გულანთებული ადამიანი ჩაუდგება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენის შემდეგ განაცხადა. 
მისსივე თქმით, მოხარულია, რომ გუნდიდან შერჩეულია წესიერი, ღირსეული და ენერგიული ადამიანი. 
"ჩვენ ყველანი მას გვერდში დავუდგებით", - განაცხადა ალასანიამ.
 

15:58 02-11-2013
გიორგი მარგველაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრია
 ფოტო
ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი საზოგადოების გამორჩეული და ღირსეული წევრია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს. "ის მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის. არის ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრი, გამორჩეული ქართველი და მთავრობის გამორჩეული წევრი. მიხარია, რომ ძალიან კარგი კოლეგიური ურთიერთობა მექნება ირაკლისთან", -  აღნიშნა მარგველაშვილმა.
 

15:41 02-11-2013
შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელებს
 ფოტო
შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელებს. ამის შესახებ დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ის პიროვნება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს. 
 

15:33 02-11-2013
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ოფიციალურად 17 ნოემბრის შემდეგ ეყოლებასაქართველოს ახალი პრემიერ-მინსიტრი და მთავრობა ოფიციალურად 2013 წლის 17 ნოემბრის შემდეგ ეყოლება. სწორედ ამ დღეს გაიმართება ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია , რის შემდეგაც მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის. 
 

15:14 02-11-2013
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნებასაქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ღარიბაშვილი  თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა. 
ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა; 2002-2004 წლებში - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, 
 

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი