ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6793 ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გუშინ ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრებოდა. ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.
ახალი ამბები
არჩილ კბილაშვილი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, თავის საქმის პროფესიონალი, ერთგული, წესიერი და ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი იქნება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას დღეისთვის არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში უთხრეს, მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება დღეისთვის დაგეგმილი არ არის.
მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ თანამდებობაზე ნაადრევად მოვიდა. როგორც არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თანამდებობა მისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
არჩილ კბილაშვილი სამოქალაქო სექტორში გადადის. როგორც მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. 