|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 01
რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ტერიტორიების მოქცევასაც აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
|
ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სპეცსამსახურების თანამშრომლების შესახებ სკანდალური მასალას „ქრონიკა+" აქვეყნებს. გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში „ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა ხელნაწერების ასლებია, სადაც იკითხება ,რომ ირმა იმერლიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებენ თანხმობას კონფიდენციალობის დაცვით ითანამშრომლონ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მზად არიან მიოაწოდონ ინფორმაცია ოპერატიულად საინტერესო ობიექტთა
|
პირი, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, დაკავებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ პირს სასამართლოს მიერ პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. "ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე უკვე გახსნილია.
|
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებსა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართება. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
|
"ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე გახსნილია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, ეს საქმე გამოძიებულია და გახსნილია უკვე, ერთი თვეა. "ამ საკითხზე ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს გაიმართება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეს არჩევნებში გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს , ახალგაზრდები "თავისუფლების მოედნიდან" "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისამდე სიმბოლურ მსვლელობას მოაწყობენ.
|
პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ლოზუნგით - "დროა ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობა", საზოგადობრივ კავშირ "დროას" მიერ ორგანიზებულ საპროსესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე შეკამათება მოხდა.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|