თუ ხელისუფლება და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე დამოკიდებულებას შეცვლის და ძალადობის ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს, "ნაციონალური მოძრაობა" კომისიაში მუშაობას დაუბრუნდება. აღნიშნულ საკითხზე განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
ახალი ამბები
ინდოეთში, ტრადიციულ ფესტივალზე, ხალხის ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, რატანგარის ტაძრისკენ მიმავალ მომლოცველებში ჭყლეტა ხიდზე გადასვლისას მოხდა, როცა ხმა დაირხა, რომ ხიდი ინგრეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ხიდიდან გადახტა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ამ წუთებში დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ სტუმრებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის რაიონის სოფელი ნუსეთიეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას განაცხადა.