|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 04
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მის საკანში ვიდეო და აუდიო ჩანაწერების განხორციელებას უკანონოდ მიიჩნევს და აღნიშნულის გამო სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
|
103 ხმით, ერთხმად - პარლამენტმა მესამე მოსმენით პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა დაამტკიცა. საკითხს უმცირესობამაც დაუჭირა მხარი. დღეს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით ის საკანონსტიტუციო ინიციატივა მიიღო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი რიგი კონსტიტუციური ნორმების შეცვლას ითვალისწინებს.
|
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ელჩების ვიზიტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იმის დასტურია , რომ მსოფლიო ოკუპაციას ეუბნება - არას. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც ელჩები და მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
|
ვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ ტრაგიკულია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ხურვალეთში დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სტუმრობისას განაცხადა, როდესაც მავთულხლართებთან სიახლოვეს იმყოფებოდა.
|
ბაჩო ახალაია საკანში მხოლოდ ვიზუალურ კონტროლზე იყო თანახმა, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონახულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განუცხადა. მისი თქმით, ვიზუალური კონტროლის დროს, არ ხდება ჩაწერა, მხოლოდ მონიტორზე აკვირდებიან პატიმარს. რომეო საჯაიას თქმით, კანონი დაირღვა მონიტორინგის ჯგუფის წევრებისა და პარლამენტის წევრის მიმართაც, რომელსაც იმუნიტეტი იცავს.
|
ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში არ ემხრობა. კითხვაზე, ემხრობით თუ არ ემხრობით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ არ ემხრობა, ხოლო 25% - ემხრობა.
|
ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა. მისი თქმით, კადრები კანონიერად არის ჩაწერილი.რაც შეეხება ახალაიას საკანში ჩაწერილი ვიდეომასალის გავრცელებას, ღურწკაიას თქმით, ამაზე გამოძიებაა დაწყებული.
|
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში. მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი. ვიდეო მოიცავს მათთან საუბრებსაც.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|