|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 27
 მომავალი პრემიერი დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისი თქმით, კოალიციის მიერ გამოკვეთილი კანდიდატი ერთი კვირის თავზე იქნება ცნობილი.
|
 ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ამომჩევლის მიერ გამოხატულ ნებას, ვულოცავთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ცივილიზებული ოპოზიცია , - ამ განცხადებით არჩევნების წინასწარ შედეგებს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
|
 ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგად დავით ბაქრაძეს გიორგი მარგველაშვილმა 104 ხმით მოუგო. ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა უკვე დასრულდა. საბოლოო შედეგები ასეთია: გიორგი მარგველაშვილი - 700 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძე - 596 ხმა.
|
 ამ ადგილას დღეს მეორე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
|
 ასე არჩევნები ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში ტარდება, - ასე აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც წინასწარი შედეგებით, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ღირსეული კანდიდატია.
|
 საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეგზიტპოლის შედეგებმა მოლოდინი გაუმართლა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ცონების" ცენტრალურ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა , ეჭვი აღარავის დარჩა, რომ გიორგი მარგველაშვილი ღირსეული კანდიდატი იყო და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
|
 ვუსურვებ მარგველაშვილს, რომ ქვეყანას გამოადგეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განუცხადა. მისი თქმით, ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი მარგველაშვილის გამარჯვებაში. "დარწმუნებული ვიყავი მის გამარჯვებაში. ამაში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. მინდა ვუსურვო, რომ გამოადგეს ქვეყანას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
|
 საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკურ არენაზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეგზოტპოლების გაცნობის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
|
 "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , ცესკოს მიერ ხმების დათვლის შემდეგ ის მზადაა არჩევნებში დამარცხება აღიაროს.
|
 ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ეგზიტპოლების შედეგების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საგნად იქცა.
|
 ეგზიტპოლების შედეგებს კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თავად მთავრობის წევრებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ეგზიტპოლების შედეგები მედიასთან ჯერჯერობით
|
 ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში გიორგი მარგველაშვილი 68,0 % -ით ლიდერობს. შედეგების თანახმად, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს 68.0 %, "ნაციონალური მოძრაობის"
|
 გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
|
 კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლის, ირაკლი ბათიაშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის ბოლნისის მომსახურების ცენტრის დირექტორმა, ვანო ლორთქიფანიძემ განუცხადა, სოფელ ქვემო ბოლნისსა
|
 "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა , ლევან ვეფხვაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა.
|
 პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის შტაბის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბება მზადდება. როგორც ბურჯანაძის თანაგუნდელმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშკარაა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ მეორე ტური გარდაუვალია
|
 ერთ საათში ველოდები დიდი გამარჯვების ზეიმს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ძალიან მალე, ზუსტად ერთ საათში საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. "მთელი დღე ძალიან წყნარად ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში, რაც ტელევიზორიდან ისმის,
|
 "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეკრებილ მთავრობის წევრებს ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი დავით სერგეენკო შეუერთდა. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე წუთი
|
 რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში 52,4% ფიქსირდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. აქტივობა ასევე მაღალია გურიაში - 46,4%, მცხეთა-მთიანეთში - 41,7%, , სამცხე-ჯავახეთში - 41,3%, იმერეთში - 40,6 %, თბილისში - 40%,
|
 ცენტრალური საარჩევნო კომისია 20:00 საათზე ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
|
 საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს, რომ ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე მის სახლს მფლობელის თითქმის 10-წლიანი პრეზიდენტობის არაფერი ეტყობა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სახლში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ოჯახთან ერთად დაბრუნდება.
|
 "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დღეს საღამოს მხარდამჭერები შეიკრიბებიან. როგორც მარგველაშვილის პიარკამპანიის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , მხარდამჭერები და შტაბის წევრები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები ოფისთან 20:00 საათზე დაიწყებენ შეკრებას.
|
 ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 39 % -ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 1382017 ამომრჩეველმა. ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.
|
 საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგით დამთავრების შემთხვევაში აპირებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე თუ რას აპირებს.
|
 ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი ზარალის მინიმიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა, საქართველოში ყველა ძირითადი პროექტი შეჩერდა.
|
 "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის ლიდერები და მთავრობის წევრები იკრიბებიან. რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ ოფისში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა. წულუკიანს ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით,
|
 საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო-ს სპიკერმა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს რამდენიმე ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის დმანისის 43-ე უბანში მომხდარი დარღვევის შესახებ.
|
 N19 საარჩევნო უბანთან მიხეილ სააკაშვილის მისვლას ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საქართველოში ზეიმის დღეა , ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ 9-წლიანი მმართველობის ეპოქა საბოლოოდ სრულდება. მათი განცხადებით,
|
 საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა არჩევნების შეჯამების პროცესზე გავლენას ვერ ახდენს. შედეგები არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობის მიხედვით დგება. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ეს ასეა ნებისმიერი არჩევნების, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას.
|
 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხმა მთაწმინდის #1 ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. ხმის მიცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უბანი უკომენტაროდ დატოვა, მხოლოდ ის აღნიშნა , რომ ჟურნალისტებს თავის სახლში იწვევდა, სადაც პრესკონფერენციას გამართავს.
|
 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კამპანია საფეხბურთო მატჩს შეადარა. "მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი. ორი გუნდი თამაშობს და შეხედავ, ნორმალურად მიმდინარეობს, მერე ერთი გუნდის მწვრთნელს არ მოეწონება, გამოვა პისტოლეტით და
|
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს სვეტიცხოველში მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებში და ხმა მისცმენ იმ კანდიდატს , რომელიც საქართველოს გამოადგება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია უკვე დასრულდა. წირვაზე არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უბისისა და მარგვეთის ესპისკოპოსად აკურთხეს.
|
 საქართველის პრეზიდენტი არჩევანს 15:30 საათისთვის დააფიქსირებს. თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე მე-19 საარჩევნო უბანზე მიხეილ სააკაშვილის მისვლის დრო რამდენჯერმე შეიცვალა.
|
 პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის პარტია პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსპიკერმა თამარ ცინცაბაძემ პარტიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
|
 დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას აზრით, ყველაზე მეტად დღეს არჩეული პრეზიდენტის ფუნქცია იქნება "შემოულაწუნოს მთავრობას". ეს განცხადება გიგი უგულავამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
|
 ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცა, კანონდარღვევა არ ყოფილა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" იურიდიული სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ამით მოწოდება არ გაუკეთებია.
|
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პატრიარქი ლესელიძის ქუჩაზე, #4 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა.
|
 დაირღვა თუ არა კანონი პრემიერის მიერ საკუთარი არჩევანის შესახებ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებისას, ამაზე პასუხი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გასცეს , - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
|
 სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში წარმატებული არჩევნების ჩატარების მოლოდინშია. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე წერს.
|
 შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს კონკურენტი კანდიდატები გამარჯვებას ევროპულად მიულოცავენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. მინისტრმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს 25-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
|
 მე მოვედი ჩემს შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა , გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
|
 პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზუგდიდში მათი ერთ-ერთი კოორდინატორის ორი მანქანაა დაზიანებული. როგორც დავით საგანელიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ვინ დააზიანა მანქანები და რა მიზეზით, ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.
|
 "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა. ნინო ბურჯანაძე მე-3 ოლქის მე-2 უბანში მეღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დაფიქსირა.
|
 მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნებზე ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოვა და მისცემს ხმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მისი თქმიოთ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია, რაც ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევაა.
|
 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. პრემიერმა ხმა კოჯრის ქუჩაზე მდებარე # 4 საარჩევნო უბანზე მისცა. ივანიშვილი უბანზე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად მივიდა.
|
 ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილის თქმით, ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა.
|
 მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დღეიდან აღარ ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები, - ამის შესახებ საპრეზიდნეტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა ხმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად 54-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლითაც ქვეყანა იამაყებს.
|
 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში ხმა მისცა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი არჩევანი 30-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ალასანიას განცხადებით, ხმა საქართველოს კეთილდღეობას მისცა.
|
 "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. ბურჯანაძის მიერ ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ სამადლობელ წერილში აღნიშნულია, "ბატონო მინისტრო, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მართლაც გამორჩეული იყო წინა წლებში ჩატარებული კამპანიისგან.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|