საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველამ იცის, რომ ზურაბ ჟვანიას გადრაცვალება იყო უბედური შემთხვევა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში , ჟურნალისტებთნ საუბარში განაცხადა, როდესაც მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ზურაბ ჟვანია მისი უახლოესი მეგობარი იყო.
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" დადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავს. როგორც ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას ჯარისკაცის მოწამვლა.
პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საუბარია ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის გვამების ეგსჰუმაციაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს.
60%-ზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.