ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
სულ პასუხი: 51

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 16
14:18 16-10-2013
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გიორგი გაბედავა და ირაკლი კაკაბაძე შეიჭრნენ"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრები გიორგი გაბედავა და ირაკლი კაკაბაძე შეიჭრნენ. მათი თქმით, 10 დღის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" შეკითხვით მიმართეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას, 89-90-იან წლებში იყო თუ არა სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ოპოზიციურ პარტიაში მათ უპასუხეს, რომ 1 თვეში მიიღებდნენ წერილობით პასუხს.
 

13:42 16-10-2013
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე თავად გაემგზავრებაკოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე, როგორც ქვეყნის პირველი პირი, თავად გაემგზავრება. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის სახით ვილნიუსის სამიტზე, მათემატიკური გაანგარიშება არ სჭირდება. 
 

13:25 16-10-2013
ბიძინა ივანიშვილი ხვალ გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებს შეხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" 10:00 საათზე დაიწყება. ბიძინა ივანიშვილი შეკითხვებს უპასუხებს. 
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 
 

12:48 16-10-2013
ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია მიიღოსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.
მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება.
 

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი