ბათუმთან ახლოს, ე.წ. ბენზეს დასახლებაში ეკომიგრანტები და ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი პირები ე.წ ბენზეს დასახლებაში ახლად აშენებულ ორ საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად შეიჭრნენ და ფართების დაკავება სცადეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც მხარი დაუჭირეს, იმედი გაუცრუა. როგორც შენობაში მყოფი ნესტან გოგიტიძე ჟურნალიტებთან საუბრისას ამბობს, მათ არ აქვთ საკვები და ელემენტარული პირობები. მისივე თქმით, რამდენიმე ფეხმძიმე ქალი შეუძლოდ გახდა.
ახალი ამბები
ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უშიშროების საბჭოს ასეთი ფორმით მოწვევა მასკარადს ჰგავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის შეფასებით, უშიშროების საბჭოს მოწვევის ფორმა იყო არასერიოზული და, შესაბმისად, ის სხდომას არ დაესწრება.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას ოჯახში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტი ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და მამისგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ვერსიებია ამ ეტაპზე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველებმა მოზარდის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული გიგა გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
