
სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ახალი პრემიერ-მინისტრი იმ გუნდიდანაა, რომლითაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა.
როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ ნდობიდან გამომდინარე, რომელიც გუნდს აქვს, არავის ეპარება ეჭვი, რომ კანდიტარა ღირსეული იქნება.
"ის, რომ კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია, მის მიმართ ნდობაა. ისიც კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი უცხო არაა და არის იმ გუნდის წევრი, რომლითაც მოვიდა ხელისუფლებაში. იმ ნდობიდან გამომდინარე, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩვენგან, არავის ეპარება ეჭვი, რომ კანდიდატურა იქნება ღირსეული", - აღნიშნა სუბარმა.