ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა

ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრემიერ მინისტრად?
სულ პასუხი: 7

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 11
21:48 11-10-2013
რუსეთის ბანკებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდაკავკასიისა და კავკასიელ ხალხთა სახელით, რუსეთის ხუთი უმსხვილესი ბანკის ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა . 
გამოცემა "გაზეტა.რუ"-ს ინფორმაციით, ვებ-თავდასხმა განხორციელდა "სბერბანკზე", "ალფა-ბანკზე", "გაზპრომბანკზე", "ვი-თი-ბი"-სა და "ცენტრობანკზე". ჰაკერების ქმედება კონკრეტულად ვებ-გვერდებს უკავშირდებოდა და არ შეხებია საბანკო მომსახურებებს.
 

18:58 11-10-2013
მიხეილ სააკაშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი დაცვა რუსეთის მზარდი აგრესიისგან საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას მსხვილი პროექტების გაგრძელებას ურჩევს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეიმცირა. 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის დანგრევა დაუშვებელია. "სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი დაცვა რუსეთის მზარდი აგრესიისგან.
 

18:27 11-10-2013
გიორგი მარგველაშვილი - არავის ვურჩევდი, სახელმწიფო წესრიგს ეთამაშოსარავის ვურჩევდი,  სახელმწიფო წესრიგს ეთამაშოს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა,  გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული". 
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არავის ექნება უფლება, რამენაირად კანონს გადაუხვიოს. 
 

18:14 11-10-2013
ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი დააკავესსაოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი ზაქრო ჯოჯიშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა განუცხადა, ჯოჯიშვილი დღეს დილით დააკავეს და მის გასათავისუფლებლად ანალიტიკური დეპარტამენტი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. 
 

18:05 11-10-2013
თეა წულუკიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენუწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. 
თინა ბოკუჩავას თქმით, წულუკიანმა "ნაციონალებს" მატყუარები უწოდა და დღევანდელ შეხვედრაზეც დაადასტურა, რომ მისი მთავარი ამოსავალი წერტილი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა. 
 

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი