
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით საქმე საბოტაჟთან გვქონდეს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ უნდა მოვლენებს გაასწროს, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოლენები შესაძლოა, საბოტაჟს უკავშირდებოდეს.
"რაც შეეხება ბოლო პერიოდის მოვლენებს, გამოძიება მიმიდინარეობს რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავასწრებთ. გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოძიებული საქმეების ნაწილი ჩვენ პროკურატურაში გადავაგზავნეთ და ნაწილს კი ჩვენ თვითონ ვიძიებთ", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.