|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 18
17:16 18-10-2013  პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტობის კანდიდატებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძეს მიმართავს, დავით ბაქრაძეზე ნუ ეჭვიანობენ. საპრეზიდენტო კანდიდატების კრიტიკაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის უმცირესობის ლიდერთან და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატთან დავით ბაქრაძესთან ურთიერთობას ეხება, დავით უსუფაშვილმა განმარტებები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ამასთან დაკავშირებით პირადად ნინო ბურჯანაძესაც უპასუხა.
|
17:49 18-10-2013  ვაზიანის სამხედრო ბრიგადაში 36-მა სამხედრო მოსამსახურემ მსუბუქი ფაღარათის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაიორმა ავთანდილ აბაშიძემ განუცხადა, აღნიშნულ სამხედროებს ერთჯერადი მსუბუქი ფაღარათი ჰქონდათ, თუმცა დღეს დილით თავს ყველა მათგანი კარგად გრძნობდა.
|
13:58 18-10-2013  მთავრობის კანცელარიის უფროსი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს განთავსებას არ გამორიცხავს. როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რამდენიმე ვარიანტი განიხილება. "ვიდრე ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა დასრულდება, ახალი პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს. რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იყო სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია.
|
13:01 18-10-2013  2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეას ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეას ფაქტი დაფიქსირდა.
|
12:26 18-10-2013  ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ და კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ის დემოკრატიის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია და დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
|
12:09 18-10-2013  გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მეორე ტურის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მეტაფორაა ასეთი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, მეორე ტურთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ფრაზა იყო სრული მეტაფორა, რაც მიანიშნებს მის დამოკიდებულებასა და რწმენაზე, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს. "მეორე მხრივ, ეს მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზეც, რომ მას დაბადებიდან კი არ უოცნებია პრეზიდენტობაზე, არამედ მზად არის, ეს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ნდობას მოიპოვებს. ვფქრობ, ეს სწორია",- აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
11:06 18-10-2013  დაგროვებითი პენსიის არსი, ისევე როგორც გადასახადების, ის არის, რომ მდიდარი დაეხმაროს ღარიბს და ძლიერი დაეხმაროს სუსტს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, დაგროვებითი პენსია შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. მინისტრის განმარტებით, ამ პროექტის მუშაობა ახლა არ დაწყებულა, არამედ 2012 წლის ბოლოს დაიწყო. მისივე თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ვითარდება. სერგეენკოს განცხადებით, განიხილება ორი ძირითადი ვარიანტი.
|
"ტელე-იმედზე" მომავალი თვიდან ახალი გადაცემა - "დროება" დაიწყება. გადაცემას ჟურნალისტი სოსო კაციტაძე წაიყვანს. "ამბები.გე" სოსო კაციტაძეს დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა. "მომდევნო თვეში ვგევმავთ გადაცემის დაწყებას, ჯერ სამუშაო პროცესში ვართ. ამიტომ დეტლებს ვერ გეტყვით", - განაცხდა კაციტაძემ.
|
22:36 17-10-2013  გიორგი მარგველაშვილი გიორგი თარგამაძის განცხადებებს პოპულისტურს უწოდებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
|
16:45 17-10-2013  ძალიან უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ენდობა იმ კვლევებს, რომელსაც შარშან ის და მისი გუნდის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ , - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგზე ისაუბრა.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|