ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
სულ პასუხი: 51

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 03
Free image hosting powered by PicZ.Geშინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით "ინტერპოლისთვის" მასალებს ამზადებს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა. 

Free image hosting powered by PicZ.Geმე არ ვარ ვალდებული, მთავრობის წევრებს მოვუყვე ყოველდღიურ რეჟიმში, რომელ საქმეს ვიძიებთ და რომელს არ ვიძიებთ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თV 3"-ის ეთერში, გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ იცოდნენ მთავრობის წევრებმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რომ ეს საქმე ერთი თვის წინ იყო  

Free image hosting powered by PicZ.Geე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "TV 3"-ის ეთერში, გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა.  

Free image hosting powered by PicZ.Geგიორგი მარგველაშვილი დიცსა და დვანში ჩასვლას ჯერჯერობით არ აპირებს. დიცი და დვანი არის უაღრესად მტკივნეული თემა, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა , გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, აპირებს თუ არა დიცსა და დვნაში ჩასვლას, განაცხადა. 
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საარჩევნო პერიოდში მისი მხრიდან დიცსა და დვანში ვიზიტი მომგებიანი იქნებოდა. 

Free image hosting powered by PicZ.Geუმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, არანაირი საფუძველი არა აქვს იმისა, "ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოს საქმეზე, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იოტისოდენა ეჭვი შეიტანოს.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის შეეცდება, ნებისმიერი საქმე ეჭვქვეშ დააყენოს და ხელისუფლებას ყველაფერი დაუწუნოს.  

Free image hosting powered by PicZ.Geუფლებამდაცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში "თავისუფლება ქსელში" საქართველო თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. 
Freedom House-ის წლევანდელ ანგარიშში საქართველომ 26-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით დაწინაურდა.  

Free image hosting powered by PicZ.Geმთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გონივრულ ვადაში მოხდა. 
"ამა თუ იმ გამოძიების დასრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გონივრულ ვადაში, ეს ვადა კი დამოკიდებულია ამა თუ იმ საქმეზე. თუ საქმე გარკვეული ნიშნით პოლიტიკურ შემადგენლობასაც შეიცავს, მაშინ მისი გავრცელება შეიძლება გარკვეული დროის თვალსაზრისით იქნას შეფერხებული, სანამ არ დადგინდება და არ დაზუსტდება რაღაც პარამეტრები. ასე რომ, ვფიქრობ, ამ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა გონივრულ დროში", - განუცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას. 

Free image hosting powered by PicZ.Geზონა nerws” – მა "ჯიჰადის” ვიდეოს საქმეზე ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი, სოციალურ ქსელში "ფეისბუქში” მოძებნა. როგორც სოციალური ქსელის პროფილიდან ჩანს შსს-ს მიერ ერთი თვის განმავლობაში ძებნილი პირი არსად არ დამალულა და ის "ფეისბუქის”  აქტიურობას საკუთთარ გვერდზე ჩვეულებრივ აგრძელებს. ჩოკუტაევი სოციალურ ქსელში ბოლოს 1 ოქტომბერს დაფიქსირდა. ჩოკუტაევს ფოტო  ”შემოდგომა მატარებლიდან”  სწორედ 1 ოქტომბერს აქვს გაზიარებული და საკუთარი ფროფილი ამ წუთებამდე გაუქმებული არ აქვს. ძებნილ ჩოკუტაევს პროფილზე სამუშაო ადგილად მითითებული აქვს კომპანია "აქუაფონი”, რომელიც აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაა.  ჩოკუტაევი სავარაუდოდ ახლაც სოხუმში ცხოვრობს და მას სოციალური ქსელის პროფილზე სხვადასხვა ფოტოებთან ერთად სამსახურში გადაღებული ფოტოებიც უდევს. 

Free image hosting powered by PicZ.Geსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი შს სამინისტროს მიერ ე.წ. ჯიჰადის  ვიდეოსთან დაკავშირებულ გამოძიებას არადამაჯერებელს უწოდებს. 
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს სხვადასხვა ვერსიებს იგონებს, რათა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ამ საქმის სრულად გახსნა შეუძლებელია.  

Free image hosting powered by PicZ.Geე.წ "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი, სოციალურ ქსელში "ვკონტაქტე" და "ფეისბუქში" იძებნება. ჩოკუტაევს პროფილზე სამუშაო ადგილად მითითებული აქვს კომპანია "აქუაფონი" , რომელიც აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაა.  

Free image hosting powered by PicZ.Geე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 
შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.  

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი