ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა

ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრემიერ მინისტრად?
სულ პასუხი: 7

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 20
11:59 20-10-2013
უამინდობის გამო გოდერძის უღელეტხილზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია გოდერძის უღელეტხილზე უამინდობის გამო ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მოძრაობა თოვლისა და ქარბუქის გამო შეფერხებულია. 
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა პოპიაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს და სავარაუდოდ მოძრაობის აღდგენა დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება. 
 

11:47 20-10-2013
ფოთში ძლიერი ღელვის გამო ზღვამ ბორანი გამორიყა ფოთში, ზღვის სანაპიროს ნაბადის ტერიტორიაზე, ძლიერი ღელვის გამო ზღვამ ბორანი "სმატი" გამორიყა. 35 ვაგონით დატვირთული გემი ფოთის ნავსადგურიდან გუშინ გავიდა, გვიან ღამით კი ზღვის ღელვამ 6 ბალს მიაღწია, რის გამოც გემმა მართვა დაკარგა.
"მეორე ნავმისადგომთან იდგა ეს ბორანი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს. ჩვეულებრივი, სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ, 35 ვაგონით დატვირთული გავიდა ნავსადგურიდან.
 

09:54 20-10-2013
გოგი ძველაიას მამა შიმშილობის დაწყებას აპირებსქუთაისის N2 საპყრობილეში გარდაცვლილი გოგი ძველაიას მამა შიმშილობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ძველაიების ოჯახის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განუცხადა. 
მისი თქმით, გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის ოჯახი სასჯელაღსრულების სამინისტროდან ვიდოფირების გადაცემას ითხოვს. 
"თუ შეთანხმება არ მოხდება, თენგიზ ძველაია ორშაბათიდან ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს", - აცხადებს ადვოკატი. 
 

09:50 20-10-2013
დღეს შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართებაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულები საპყრობილეებს 25 ოქტომბრამდე დატოვებენ. 
თევდორაძის ინფორმაციით, შეწყალების კომისია, ხვალინდელ სხდომაზე, 400-მდე პატიმრის საქმეს განიხილავს, მათ შორის 48 ქალის და 7 არასრულწლოვნის საქმეა. 
 

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი