|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 22
 კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დისკომფორტს არ გრძნობს იმის გამო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, უცხოურ მისიებთან ურთიერთობა მოუწევს.
|
 გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებას პრემიერობიდან მისი გადადგომის შემდეგაც აპირებს. როგორც მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რჩევები, რომელიც მისთვის ავტორიტეტი და მეგობარია, უმნიშვნელო იყოს.
|
 შინაგან საქმეთა მინისტრი და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებს არ ელოდებიან , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადეს. როგორც გიორგი მარგველაშილმა აღნიშნა, ქუჩაში ხალხი არ დადგება და თუ 1-2 პოლიტიკოსი გავა, "ამას უკვე არა აქცია, არამედ პერფორმანსი ჰქვია".
|
 კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის აზრით, მასთან დებატები 22-ვე კონკურენტ კანდიდატს რეიტინგის ასამაღლებლად სურს. "არ ვთანხმდები დებატებზე იმიტომ, რომ 22 კანდიდატიდან 22-ვესთვის, იმისთვის რომ რეიტინგი მოიპოვონ, ერთადერთი საშუალებაა ჩემთან კამათი.
|
 პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი , მაია ფანჯიკიძე და კახა კალაძე იმ უპირატესობებზე საუბრობენ, რაც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდადს კონკურენტებისგან განასხვავებს და რის გამოც ისინი ხმას გიორგი მარგველაშვილს აძლევენ.
|
 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი დიდ დიღომში მდებარე სახლს ტოვებენ. სახლიდან ნივთების გატანაში პრეზიდენტი და პირველი ლედი პირადად იყვნენ ჩართულები. როგორც პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა განაცხადა, დიდი ნივთები უკვე გატანილია და დარჩა რამოდენიმე ყუთი. "ჩემი მშობლები ძალიან დამეხმარნენ. აქ იყვნენ ბოლო კვირებში. ახლა უკვე ცოტა დარჩა და ჩვენც გადავდივართ. ინვენტარიზაცია მოხდა. გუშინ იყვნენ, ყველაფერი აღწერილია, რაც სახელმწიფოსია. ცოტა ძნელია, რა თქმა უნდა",-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
|
 ჟერარ დეპარდიეს პასპორტი სუფთა ჰქონდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისი განმარტებით, დეპარდიეს პასპორტს არ ჰქონდა შტამპი, რითაც დადასტურდებოდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზეა ნამყოფი, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა მისი შეჩერების უფლება. ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ იურიდიულად, უნდა არსებობდეს პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის მართლა არის ნამყოფი აფხაზეთის ტერიტორიაზე.
|
 ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე გუშინ, რესტორან "პურის სახლში" იმყოფებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "M გრუპის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნუცა მალაშხიამ დაუდასტურა. მისი განცხადებით, ჟერარ დეპარდიე რესტორანში ხუთ თანმხლებ პირთან ერთად დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 13:00 საათისთვის იმყოფებოდა. მან ფოტოები რესტორნის მომსახურე პერსონალთან გადაიღო. სტუმრებმა, რომლებიც ჩვენს რესტორანში იმყოფებოდნენ, ჟერარ დეპარდიეს დანახვის შემდეგ მოინდომეს მასთან ფოტოების გადაღება.
|
 საქართველოს ხელისუფლება ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობის საკითხს შეისწავლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რა რეაგირებას მოახდენს ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით. "ამ მდგომარეობას შესწავლა სჭირდება. ჟერარ დეპარდიე არ არის ადამიანი, რომელთან მიმართებაში საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწვეტილება მიიღოს, ამიტომ ფაქტებს შევისწავლით და შემდეგ მოახდენს ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას. კანონი არის ყველასთვის ერთი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
 დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა თბილისის მერობის სასურველ კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. "არადა მივდივარო და თქვენ, ხალხმა, გადაწყვიტეთ აწი, ვის სად აირჩევთო. ბატონ პრემიერს უყვარს გამოთქმა "წინა ხელისუფლება სიცრუეში გაცხოვრებდათო". საერთოდ არ მანაღვლებს ვინ "უზის თავში" ბატონ ბიძინას. ფაქტია, რომ დადასტურდა, ის პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას. თქვენზე არ ვღელავ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია", - წერს უგულავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.
|
 საქართველო არ გახდება ნატო-ს წევრი 2014 წელს. რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაადასტურა ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება. მაგრამ, მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება. ჯერჯერობით, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველო-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომამდე, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
 პოლიტიკური დევნა რომ განმეხორციელებინა, სააკაშვილი აქამდე დაჭერილი იქნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა. "არავითარი პოლიტიკური დევნა არ იქნება. რა თქმა უნდა, კითხვები მის მიმართ არსებობს და რომ ვთქვა, რომ ეს ასე არ არის, სიცრუე იქნება. თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის ერთი ყოფილი მინისტრი ციხეშია, მეორე ყოფილი მინისტრი კი საფრანგეთში დაიჭირეს, გენერალური პროკურორი დევნაშია, ქალაქის მერის წინააღმდეგ სამი საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, კითხვები პრეზიდენტთანაც არსებობს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
|
 პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მისი შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურიდან ერთ საუკეთესოზე უკვე ჩამოყალიბებულია , – ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატურას ახლა უკვე კოალიციის პოლიტსაბჭოსთან შეათანხმებს. "ამ ეტაპზე გუნდისთვის არ მითქვამს, შეიძლება მანაც არ იცის კარგად, ვინც მაქვს თავში.
|
 პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მასსა და კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს შორის მსგავსებას ხედავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა, მარგველაშვილს, ისე, როგორც მას, ვალდებულების განცდა აქვს.
|
 როდესაც დავინახავ, რომ საზოგადოებას აღარ ვჭირდები, ბოდიშის მოხდით იმ წუთში გავერიდები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას აღნიშნა, იგი პოლიტიკაში მხოლოდ ვალდებულების გრძნობით
|
 პოლიცია დღეს ნამდვილად საამაყოა და ეს ღარიბაშვილმა გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას აღნიშნა, ეს არა მხოლოდ ღარიბაშვილის, არამედ მთელი გუნდის დამსახურეებაა. "ზონდერებით იყო სავსე პოლიცია, არ გახსოვთ მაგათი საამაყო პოლიცია?! რომელიც დღეს ნამდვილად საამაყოა და ეს გააკეთა ღარიბაშვილმა. ეს იყო ნება ჩვენი, რომ პოლიცია ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო, პროკურატურა ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო", - აღნიშნა პრემიერმა.
|
20:13 21-10-2013  უგზო-უკვლოდ დაკარგული ნინო გვასალიას მოსაძებნად სამაშველო სამსახური ხვალ როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს . როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით შს სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|