|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 08
საპატრიარქოში 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განუცხადა. მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია. "წმინდა სინოდის სხდომაზე რა საკითხები იქნება განხილული წინასწარ არავინ არასდროს არ იცის", _ განაცხადა მეუფემ.
|
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების მიერ პეტიცია მომზადდა. პეტიციაში მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს მიმართავენ და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ.
|
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა და ამიტომ მოითხოვა საკანში მარტო ყოფნა. სოზარ სუბარის თქმით, არასრულწლოვანმა ცალკე საკანში მოთავსება ითხოვა, მან შესაბამისი განცხადებაც დაწერა და საკანში მარტო იმყოფებოდა.
|
ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|