ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველები კატასტროფის ცენტრის მანქანებით თბილისში გადმოჰყავთ. ზუგდიდის საავადმყოფოს დირექტორის როლანდ ახალაიას განცხადებით, არც ერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, დაჭრილებიდან ერთის ჭრილობა არის შედარებით მძიმე, მას რამდენიმე ძვალი აქვს დამტვრეული, რაც შეეხება დანარჩენებს, ექიმის განცხადებით, მათი დაზიანება შედარებით მსუბუქია.
ახალი ამბები
საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც დღეს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ოთხი სამართალდამცველია მოთავსებული.
შსს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, მოგვიანებით კი სამუშაოებში თავადაც მიიღო მონაწილეობა. "ეს არ იქნება ისეთი გრანდიოზული, როგორიც ამერიკის ბიბლიოთეკაა და არც საქართველოა ამერიკა. ამდენი ფულის შოვნას ჩვენ ვერ შევძლებთ. ამ ბიბლიოთეკის მშენებლობა თავიდან დავიწყე ოჯახის წევრების დახმარებით.
ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას მშობლები ქუთაისის საოლქო პროკურატურამ დაკითხა. პროცესი ძველაიების ოჯახში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 