|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 02
2014 წელის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები 2013 წლის გეგმასთან შედარებით 42 მილიონ 700 ათასი ლარით ნაკლებია და 7 მილიარდ 379 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. როგორც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ძირითადი წილი შემოსავლებში გადასახადებს უკავია, რომელიც 6 მილიარდ 950 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30 მილიონი ლარით აღემატება.
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრემიერისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხს ეხმაურება. განცხადებას "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ
|
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, პრემიერის პრესსამსახურმა უნდა შეძლოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა გაცილებით კონსტრუქციული გახადოს."პრემიერმინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან არასასიამოვნო იყო. ერთი საათი ვნახე და სიმართლე რომ გითხრათ, ნანახით აღფრთოვანებული არ დავრჩი.
|
"აბა სამი მცდელობიდან გამოიცანით, ამ 100 ლარიანმა გულთმისანმა ნათელმხილველებმა საიდან გაიგეს, რომ დილაადრიან აქ ჩამოვიდოდი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მისი ჩასვლა "დაიცავი საქართველოს" წევრებმა გააპროტესტეს.
|
თბილისის მერი გიგი უგულავა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს, ხადურის ჯიჰადს და მთავრობის სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს. თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო განცხადება გააკეთა.
|
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერტმფრენით 1 -ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერებულ მშენებლობებს გადაუფრინა. სააკაშვილმა თბილისის შემოვლითი რკინიგზის , თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მანვე დასავლეთ საქართველოში ფრენისას თეთნულდის კურორტზე და წყალტუბოს განვითარების პროექტების შეჩერებაზეც ისაუბრა.
|
სოფელ დვანში დავით სერგეენკოსა და სხვადასხვა პროფილის ექიმების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ჩავიდა. ბარნოვის დვანში ჩასვლა 13:30 საათისთვის იყო დაანონსებული, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება შეცვალა და 12:30-საათზე, სწორედ სერგეენკოს ვიზიტს დაამთხვია სოფელში ჩასვლა.
|
ბენზინი უახლოეს მომავალში გაიაფდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან და პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანში ამჟამად ქართული დელეგაცია იმყოფება, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს.
|
მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ, როდესაც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, რაც ჩვენს შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევს,- ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის" ავტორმა, ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან შეხვედრაზე ჰკითხა.
|
ნუ გინდათ, ხუთ წუთში ევროპაზე კარგი საქართველო მიიღოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა დაუსვა კითხვა საჯარო სამსახურებიდან ძველი კადრების გათავისუფლებისა და ახალი კადრების უკონკურსოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.
|
გადაცემა "ღია ეთერის" წამყვანმა, ვახო სანაიამ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის გადაცემაში გამოყენებული ციტატების "კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა. როგორც სანაიამ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე განაცხადა, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს მის თოქ-შოუებში დაფიქსირებული მოსაზრებებიდან ამონარიდები კონტექსტიდან ამოგჯელით მიაწოდეს.
|
ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ნუ ასწავლის, როგორ წაიყვანოს გადაცემა. ბიძინა ივანიშვილისა და ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ელისაშვილის მოთხოვა განემარტა მისი კითხვა – არის თუ არა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა გაქცევა.
|
პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს "ფოსტალიონებივით" არ მოიქცნენ და მიღებული ინფორმაციის გავრცელებამდე ის გადაამოწმონ. "თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ხართ ჟურნალისტები და მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გააანალიზოთ და თუ ეს ასე არაა, ერთი ერთზე არ უნდა გადააწოდოთ.
|
მედია საჭიროებს მეტ განვითარებას, რათა ამაღლდეს ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, დღეს, სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 87% ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს."მოსახლეობა საჭიროებს ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, სწორ ანალიზს, ამაში ჟურნალისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|