|
|
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 26
 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს . არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფმა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში შემდეგი თანმიმდევრობით არიან შეყვანილი:
|
 ბაჩო ახალაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაპირისპირება მოხდა.
|
 რუსეთის ტანკებს არ გავქცევივარ და ქართველი პროკურორები ვერ შემაშინებენ, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ მის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. სასამართლო სხდომაზე, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.
|
 "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს 27 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ უნდა შეიქმნას საქართველოს მომავალი.
|
 ხმის მიცემის უფლებით პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილიც სარგებლობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, ლალი მოროშკინამ განუცხადა, ორივე მათგანი იმყოფება იმ 200-კაციან სიაში რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მსურველებისგან შედგა. "მათ, როგორც ყველა ბრალდებულს, ხმის მიცემის საშუალება ექნებათ, ისევე როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებს. ეს უფლება არ ეძლევათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს", - განაცხადა მოროშკინამ.
|
 ცესკო-ში აკრედიტებულ მედიასაშუალებებს ციხეებში არჩევნების დაკვირვების საშუალება მიეცემათ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
|
 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალ მაზნიაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, მიხაკო წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება სოფელ ქვემო ალვანში გააკეთა.
|
 კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მან NDI-ის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრა
|
 "უცნაურია, რომ ჯერ ახალი პრემიერ-მინისტრი არ დასახელებულა და მისი მოადგილე უკვე გადაწყვეტილია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
|
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას უზრუნველყოს მშვიდი ვითარება და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები არჩევნების მიმდინარეობისას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
|
 სასტუმრო "რედისონში" საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების კვალიფიციურ პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. უცხოელმა დამკვირვებლებმა პირველად "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს მოუსმინეს. ამ წუთებში კი ისინი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი თარგამაძეს ხვდებიან.
|
 ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის ოფისთან" აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორმა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ჯემალ დუაძემ განუცხადა, აქციის მიზანია მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დასასრულის აღნიშვნა.
|
 საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, ბიძგები 03:45 საათზე, დმანისის სიახლოვეს, 15-17 კილომეტრის მანძილზე დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას შენობების მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოუწვევია.
|
 კოჰაბიტაცია სერიოზულად გვიშლიდა ხელს, მაგრამ მაინც პოზიტივს ვაჩვენებდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
|
 იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური ცუნამის საშიშროების შესახებ იუწყება. არსებული პროგნოზით, ცუნამი, რომლის ტალღების სიმაღლე დაახლოებით ერთ მეტრს მიაღწევს, უახლოეს წუთებში ფუკუშიმას პრეფექტურის სანაპიროს დაატყდება.
|
 ჩვენი ქვეყნის აღორძინების ეპოქა იწყება, წინ საოცარი წლები გველოდება, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა "ვარდების მოედანზე", ბერა ივანიშვილის კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებს. პრემიერის შეფასებით, ქართველმა ერმა ერთი წლის წინ დაიბრუნა სამშობლო, აღიდგინა ღირსება და ქვეყნისადმი დიდი ერთგულება გამოიჩინა.
|
|
|
მე რეპორტიორი |
|---|
 თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს. |
ქართული პრესა |
|---|
10:04 31-10-2013
|
|