"საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება უნდა, მაგრამ დათმობს კი ძალაუფლებას?" – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული The Guardian-ის საკვირაო გამოცემა The Observer შონ უოკერის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ, აცხადებს, რომ უბრალოდ ჩრდილში გადასვლა უნდა, თუმცა, ყველაფერი ასე ცხადად არ არის.
შონ უოკერი ასევე წერს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერს უკვირს მოსაზრება, თითქოს კრიტიკისადმი მგრძნობიარეა.
ახალი ამბები
არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ პირველი პატიმრობისას გოგა ძველაიას თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა.
"თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს უჭერს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს.
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა პირად კონტროლზე აიყვანოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანის მართვას კულისებიდან გააგრძელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 