ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
სულ პასუხი: 51

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე ალაპარაკდა. ამ თემაზე ინტერვიუ ბურჯანაძემ რუსულ ტელეკომპანია НТВ მისცა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის 9 წლიან მმართველობას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. ბურჯანაძის თქმით სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ჩამოყალიბდა ჩაკეტილი სისტემა, რომელმაც არ გამოიძია ექსპრემიერის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობისათვის მზადაა. ეს განცხადება ლავროვმა თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში გააკეთა. 
 

20:54 28-10-2013
მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა. "ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და, შესაბამისად, 
 

20:46 28-10-2013
თავდაცვის მინისტრი მთავრობაში საფუძვლიან ცვლილებებს არ ელოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მთავრობაში საფუძვლიან ცვლილებებს არ ელოდება, - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
 

20:01 28-10-2013
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს წინასწარი მონაცემების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მიულოცეს.
რიჩარდ ნორლანდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და ჰანს ჰორბახი "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს კოალიციის ოფისში შეხვდნენ და 
 

19:49 28-10-2013
გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება შტეფან ფულემ და ქეთრინ ეშტონმა მიულოცეს ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
 

19:23 28-10-2013
სომხეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმა გიორგი მარგველაშვილს 
 

16:19 28-10-2013
გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებსგიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებს, - ამის შესახებ მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. 
მისივე აზრით, აღნიშნული რეზიდენცია, როგორც ხალხის ფულით აგებული შენობა, ხალხმა უნდა მოიხმაროს.
"მე არ ვაპირებ იქ მუშაობას. ჩემი აზრია ის, რომ ეს რეზიდენცია უნდა იყოს გადაცეული ისეთი სფეროსთვის, რომელიც უფრო სახალხოა, ვიდრე ერთი მაღალი პოლიტიკური უფლებების მქონე პირის რეზიდენცია. 
 

16:10 28-10-2013
ბიძინა ივანიშვილი - 24 ნოემბერს გადავდგები, წავალ პარტიიდან და პოლიტიკიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 24 ნოემბერს დაგეგმილია კრება, სადაც ის გადადგება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნსლიტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ამით პრემიერი იმ კითხვას გამოეხმაურა, რამდენად მიზანშეწონილია განცხადება, რომ ივანიშვილმა პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგაც შეიძლება შეინარჩუნოს გავლენა გადაწყვეტილებებზე. 
 

16:02 28-10-2013
 ბიძინა ივანიშვილი - ახალი გუბერნატორების დანიშვნის საკითხზე მთავრობა მსჯელობას ხვალიდან დაიწყებსახალი გუბერნატორების დანიშვნის საკითხზე მთავრობა მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობის კომპეტენციის მიუხედავად, ფიქრობს, რომ საკითხზე კონსულტაციები კოალიციის პოლიტსაბჭოსთანაც იქნება საჭირო.
 

15:57 28-10-2013
გიორგი მარგველაშვილს გიგა ბოკერიას შემცვლელი შერჩეული ჰყავსგიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გიგა ბოკერიას შემცვლელის კანდიდატურა შერჩეული ჰყავს. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა."უშიშროების საბჭოს მდივანი შერჩეული მყავს, მაგრამ მინდა, რომ ეს მანაც იცოდეს. ჯერ იმ ადამიანს მინდა გავაგებინო და მერე თქვენ", - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.
 

15:39 28-10-2013
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. 
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის ელჩმა დღეს განაცხადა, ამერიკის საელჩო ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისა და ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო.
 

15:38 28-10-2013
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდებაშემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხით დაინტერესდა. 
 

15:27 28-10-2013
ბიძინა ივანიშვილი - გაოგნებულია ხალხი, რომ 21%-ზე მეტი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 21%, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო, მისთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. 
"მეც კი არ ველოდი ამას ძალიან უარეს შემთხვევაშიც კი, რომ მსგავსი მოხდებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერის თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ ქართველ ხალხს აკლია პოლიტიკური კულტურა. "ეს ჩემი გადმოსახედიდანაა და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ", - აღნიშნა ივანიშვილმა. 
 

15:24 28-10-2013
ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურა შაბათისთვის დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურას შაბათისთვის დასახელდება , - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 
 

11:13 28-10-2013
ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებსსაქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს. სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება.
 

10:51 28-10-2013
გიორგი მარგველაშვილმა ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღოსაჩხერის საარჩევნო ოლქში, გიორგი მარგველაშვილმა წინასწარი მონაცემებით, ხმათა 94,09% მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. ამ დროისთვის, ეს გიორგი მარგველაშვილის ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, საჩხერეში დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთა ხმების 2,86%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 1,91% მიიღო. 
ამ მომენტისთვის ცესკო-ს მიერ საჩხერეში დათვლილია 53 უბნიდან 51 უბანი. სულ არჩევნებში 27,454 ათასი ამომრჩეველი ანუ 61,75% მივიდა.
 

10:23 28-10-2013
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდაე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.
 

09:45 28-10-2013
ბიძინა ივანიშვილი დღეს პრესკონფერენციას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს პრესკონფერენციას გამართავს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენცია 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. 
ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგებზე ისაუბრებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მან შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელიც დაასახელოს. 
 

09:29 28-10-2013
გიორგი მარგველაშვილი - მე და პატრიარქმა საქართველოს მომავალზე ვისაუბრეთ მე და პატრიარქმა საქართველოს მომავალზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. 
მისი თქმით, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ყოველთვის ჰქონდა უწმინდესთან ურთიერთობის საშუალება. "გამარჯვება კი ბევრად დიდი პასუხისმგებლობაა და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს შევხვდი პატრიარქს. ჩვენ ვილაპარაკეთ საქართველოს მომავალზე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
 

01:12 28-10-2013
 თამარ ჟვანია - არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებშიარჩევნები შედგა, ქართველმა ამომრჩეველმა შეძლო გამოეხატა თავისი ნება და ეს ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 

00:23 28-10-2013
 ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში 63,82 %-ით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 63,82 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
 

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი