ახალი ამბები


ვიდეო რეპორტიორი

კალენდარი

«  ოქტომბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს ანიჭებთ უპირატესობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
სულ პასუხი: 51

რეპორტიორი

სტატისტიკა

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 24
19:52 24-10-2013
ბიძინა ივანიშვილი - მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა , რითაც პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების გადაწყვეტილება შეაფასა. 
 

18:44 24-10-2013
მიხეილ სააკაშვილი - წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელის წინ ამ მთავრობასსაპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე მდებარე ამფითეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შემოდის ახალი კონსტიტუციური სისტემა და მთავრობას კიდევ ვერ გაუაზრებია რამდენად იყო ის დაცული ბოლო წელიწადს. 
 

18:36 24-10-2013
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან, როგორც პრეზიდენტ პუტინისგანჩემი მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან, როგორც პრეზიდენტ პუტინისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ახლად აშენებულ ამფითეატრში გამოსვლისას განაცხადა. 
 

18:33 24-10-2013
 მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე , ამფითეარის შენობაში სიტყვით გამოსლვისას განაცხადა. 
"მსურს გავაკეთო ძალიან რადიკალური განცხადება. ზოგის თავში ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა.
 

14:56 24-10-2013
ამერიკული გამოცემა - ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგომას მოუთმენლად ელოდება"საქართველოს საკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი და უმდიდრესი პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული ონლაინ გამოცემა BuzzFeed მაქს სიდონის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე. 
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ექსცენტრიული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ორი წლის წინ მოულოდნელად მოვიდა პოლიტიკაში. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ყველას ერთი რამ აინტერესებს: რას იზამს მომავალში?
 

13:56 24-10-2013
 "გრინბერგის" კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს 43%, დავით ბაქრაძეს 23% უჭერს მხარს ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 43% მხარს გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა. 
გამოკითხვაში მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელსაც მხარს უჭერს 23%. 
 

13:06 24-10-2013
"ფსიქოპროექტის" მიერ გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებსსაკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. კითხვაზე "მიუხედავად თქვენი არჩევანისა, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში", - 67% ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, 7% ფიქრობს, რომ - დავით ბაქრაძე, ხოლო 5% -ის აზრით, ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს. 
 

12:34 24-10-2013
"ფსიქოპროექტის" კვლევებში გიორგი მარგველაშვილს 57.6% უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს - 11.8%, ნინო ბურჯანაძეს - 7.1% საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებულ კვლევებში გიორგი მარგველაშვილს 57.6% უჭერს მხარს დავით ბაქრაძეს - 11.8%, ნინო ბურჯანაძეს - 7.1%, გიორგი თარგამაძეს - 1.7%, შალვა ნათელაშვილს - 3,1%, ნესტან კირთაძეს - 2%, არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს 4.7%. სხვა კანდიდატურებს 1% უჭერს მხარს. პასუხი არ აქვს 2.4%-ს და პასუხზე უარი განაცხადა 10.3%-მა. 
კვლევა ჩატარდა კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის დაკვეთით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა განხორციელდა 13-18 ოქტომბერს. კვლევა 1607 რესპონდენტზე ჩატარდა. 
საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის სტანდარტული მეთოდით. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი შეადგენს 3.,5 %
 

12:03 24-10-2013
ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვით ნაგებობებზე დახარჯული თანხის მიზნობრიობას პარლამენტი შეისწავლისსაქართველოს პარლამენტი წინა ხელისუფლების მიერ თავდაცვითი საფერთიფიკაციო ნაგებობებისა და თხრილების მშენებლობაზე დახარჯული თანხების მიზნობრიობას შეისწავლის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
 

12:02 24-10-2013
ანდერს ფოგ რასმუსენი რუსულ მედიას საქართველოსთან დაკავშირებით არასწორ ციტირებაში ადანაშაულებსსაქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს პოზიცია არ შეცვლილა და რუსული მედიით ჩემი ნათქვამის არასწორი ციტირება მოხდა, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ დასმულ შეკითხვაზე. 
"არ მოხდა ზუსტი ციტირება იმის, რაც სინამდვილეში ვთქვი. ამიტომ ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. 
 

10:35 24-10-2013
იუსტიციის სახლში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობსკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს მარეგულირებელი კომისიის წევრებს - კარლო კვიტაიშვილს, სოფიო ბრიტანჩუკს, აკაკი სიხარულიძეს და ირაკლი მოსეშვილს მოუსმენს. 
16.00 საათისათვის კი,  დაგეგმილია skype-ით კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის მოსმენა. 
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიას ირაკლი ჩიქოვანისგან მიღებული აქვს წერილობითი პასუხები და თუკი სკაიპით ჩართვა ვერ მოხერხდა, წარმოდგენილი იქნება მისი წერილობითი პასუხები. 
 

ახალი ამბები

12 ნოემბერში, სამშაბათი

facebook

მე რეპორტიორი

რეპორტიორი
თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ახალი ამბავი არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ვიდეო ფოტო თუ სტატიის სახით. ჩვენ ნიუსრუმის ადმინისტრაცია პირობას გაძლევთ რომ ის განთავსდება ჩვენ საიტზე. www.reportiori.ucoz.com თუ გადაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას სტატიები გადმოგვიგზავნეთ მეილზე. newreportiori@mail.ru
p.s ამავე დროს რეპორტიორის ადმინისტრაცია კარგი სატატიების ავტორებს აუცილებლად შესთავაზებს თანამშრომლობას გისურვებთ წარმატებებს.

ქართული პრესა

10:04 31-10-2013


ჩანაწერების არქივი